Thursday, 2024-03-28, 6:15 PM | Welcome Guest

Party


 სერიალის შესახებ

მრავალფეროვანი ისტორიებით, მდიდარი მითოლოგიითა და დაუსრულებელი ხიფათებით, რომლებშიც მთავარი გმირები განუწყვეტლივ ეხვევიან „დაკარგულები" ეჭვებითა და დაძაბულობით აღსავსე დრამაა, სადაც მძაფრი სიუჟეტი, მეცნიერება და შოუ ერთად არის წარმოდგენილი. ამ ყველაფრის ნახვა თქვენ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 22 სთ-ზე შეგიძლიათ.

მესამე სეზონში კვლავ რეისი 815-ის მგზავრების ცხოვრებაა აღწერილი. თვითმრინავი სიდნეიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა და იდუმალ, უკაცრიელ კუნძულზე ჩამოვარდა. ბედის წყალობით ერთად მოხვედრილი სრულიად განსხვავებული ადამიანები ცდილობენ რამენაირად ერთმანეთს შეეწყონ და კუნძულს დააღწიონ თავი. მას შემდეგ რაც გადარჩენილები ფაქტობრივად შეუძლებელს შეძლებენ და კუნძულზე დასახლდებიან მათთვის საჭმლის მოპოვება და სამალავის გაკეთება ყველაზე უფრო უმნიშვნელო პრობლემა გახდება. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არც უხილავი მონსტრები არიან, არც გაავებული პოლარული დათვი (რომელიც რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო აღმოჩდნება ტროპიკულ კუნძულზე) და არც მისტიური ხილვები, ყველაზე დიდი პრობლემა გადარჩენილებისთვის „სხვები" არიან.

შოუს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია ასევე გადარჩენილების პირადი კავშირი ერთმანეთთან, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან და ასევე მისტიური ციფრები, რომელბიც ძალიან ხშირად ჩნდებიან ამა თუ იმ პერსონაჟის ცოხვრებაში და ასევე აქტუალურია კუნძულზე. სეზონი მისტიკასა და „სხვების" ისტორიაში ჩაღრმავებას გვპირდება.

„დაკარგულების" პროდიუსერები გვპირდებიან რომ მესამე სეზონი ზოგიერთ პასუხგაუცემელ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. სცენარისტები კიდევ უფრო გაამწვავებენ ისტორიის ადმაინურ მხარეს და მეტ-ნაკლებად ბოლოს და ბოლოს გასცემენ პასუხს კითხვას, რომელიც პირველივე სეზონიდან აწუხებს თითქმის ყველას: -- „ვის არჩევს ქეიტი, ჯეკს თუ სოიერს?".

„დაკარგულების" პოპულარობამ უმაღლეს ზღვარს მიაღწია, თითოეულ სერიას დაახლოებით 15.5 მილიონი მაყურებელი ჰყავს, მხოლოდ ამერიკაში. სერიალმა 2005 წელს „ემის" ნომინაციაში „საკეთესო დრამატურლი სერიალისთვის" მთავარი პრიზი მოიგო.




პერსონაჟები


ჯეკ შეფარდი
ექიმი ჯეკ შეფარდი სპინალური ქირურგი და უსიტყვო ლიდერია იმ მგზავრებისა, რომლებიც ავიაკატასტროფას გადაურჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში მას ბადალი არ ჰყავს, პირადი პრობლემების გადალახვაში დიდ დაბრკოლებებს წააწყდება.
ქეით ოსტენი
მამინაცვლის მკვლელობის გამო ქეითი დიდი ხნის მანძილზე მალვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან დიდი გამოცდილება შეიძინა და მგზავრებს შორის საბრძოლო მდგომარეობების და იარაღის გამოყენების ცოდნით გამოირჩეოდა.
ჯონ ლოკი
ძლიერი და მშვიდი ხასიათით გამორჩეული ლოკი კატასტროფამდე რამდენიმე ხნით ადრე ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, თუმცა კუნძულზე მოხვედრის შემდეგ სიარულის უნარი დაუბრუნდა. იგი ჩვეული სიმშვიდით კუნძულის საიდუმლოების ამოხსნას ცდილობს.
საიდ ჯარა
ექსპერტი ტელეკომუნიკაციის სფეროში, წლების მანძილზე ერაყის სახელმწიფო დაცვაში ნამსახურები საიდი, ლოს ანჯელესში დაკარგული სიყვარულის საძებრად მიემგზავრება. ის მამაცი და ღრმა ადამიანია, რაც სხვებთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება.
სოიერი (ჯეიმს ფორდი)
მომხიბვლელი ჯეიმს ფორდი იმ პიროვნების სახელს მიითვისებს, რომლის მოკვლასაც აპირებდა. ერთი შეხედვით სარკასტული და თვითკმაყოფილი სოიერი, ქეითთან დამოკიდებულებაში ბევრ დადებით თვისებას გამოავლენს.
ჩარლი პეისი
როკ-ჯგუფის “დრაივშაფტის” ბასისტი, ნარკომანი ჩარლი პეისი მუდმივად ებრძვის წარსულს და ცდილობს კლერს და მთელ ჯგუფს დაუმტკიცოს, რომ შეიცვალა.
ჯინ-სუ ქვონი
ჯინი თავისი დამქირავებლისგან (რომელიც ასევე მისი მეუღლის – სანის მამაა) ცდილობს თავის დაღწევას, როდესაც თვითმფრინავი კუნძულზე ჩამოვარდება. მას ფეთქებადი ხასიათი აქვს, მაგრამ მამაცია და ცდილობს საყვარელი მეუღლე საფრთხისგან იხსნას.
სან ქვონი
მდიდარი კორეელი ბიზნეს მაგნატის ქალიშვილი – რამდენად გულახდილიც ჩანს, იმდენად მაცდურია.
ჰერლი (ჰიუგო რეიესი)
მას შემდეგ რაც ყველასთვის საყვარელმა ჰიუგომ 4-8-15-16-23-42 ციფრების კომბინაციით ლატარეაში მოიგო, მის ირგვლივ მყოფი ხალხი მუდმივად უბედურებაში ეხვევა.
კლერ ლითლტონი
მას შემდეგ რაც ექიმი მარტოხელა ფეხმძიმე კლერს ბავშვის გაშვილებას შესთავაზებს, კლერი შვილის მომავალ მშობლებთან შესახვედრად ლოს ანჯელესში წასვლას გადაწყვეტს.
როუზ ნედლერი
როუზი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელმაც კუნძულზე სიმშვიდე ჰპოვა. ღრმად სჯერა, რომ კუნძულზე განიკურნა.
მაიკლ დოუსონი
ავიაკატასტროფის შემდეგ მაიკლს ბედთან შეგუება ძალიან გაუჭირდება და ტივის აშენებას და რამდენიმე მგზავრთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს.
უოლტ ლოიდი
10 წლის უოლტი დედასთან გაიზარდა, მაგრამ მისი დაღუპვის გამო მამამისთან – მაიკლთან გადადის საცხოვრებლად. უოლტის მამინაცვალს სჯერა, რომ ბავშვი ზებუნებრივი ძალის პატრონია და მაიკლს ეტყვის, რომ ხშირად, როცა უოლტთან ერთად არის, უცნაური რამ ხდება.
ბუნ კარლილი
შენონის არაბიოლოგიური ძმა დედის მფლობელობაში მყოფი კომპანიის ხელმძღვანელია.
შენონ რუთერფორდი
ოჯახურმა პრობლემებმა და მამამისის სიკდილმა შენონს დიდი ტრავმა მიაყენა. ეს მის საქციელშიც ჩანს, როდესაც სხვების დახმარებას მზეზე გარუჯვას ამჯობინებს. იგი საიდთან გააბამს რომანს.


სერიები



                                                                                                       
Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  March 2024  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 598
Tag Board
200