Friday, 2024-04-26, 6:44 AM | Welcome Guest

Party


Play All
 
Play in Winamp
  კომპოზიცია ზომა add
Play 01 - Gisela - Casanova (andorra).mp3 4.56 Add
Play 02 - Olta Boka - Zemrn E Lam Peng (albania).mp3 4.42 Add
Play 03 - Sirusho - Gele Gele (armenia).mp3 4.08 Add
Play 04 - Elnur and Samir - Day After Day (azerbaijan).mp3 4.55 Add
Play 05 - Laka - Pokusaj (bosnia and herzegovina).mp3 4.04 Add
Play 06 - Ishtar - O Julissi (belgium).mp3 2.89 Add
Play 07 - Deep Zone and Balthazar - DJ Take Me Away (bulgaria).mp3 4.59 Add
Play 08 - Ruslan Alehno - Hasta La Vista (belarus).mp3 4.72 Add
Play 09 - Paolo Meneguzzi - Era Stupendo (switzerland).mp3 4.35 Add
Play 10 - Evdokia Kadi - Femme Fatale (cyprus).mp3 4.29 Add
Play 11 - Tereza Kerndlova - Have Some Fun (czech republic).mp3 4.42 Add
Play 12 - No Angels - Disappear (germany).mp3 4.31 Add
Play 13 - Simon Mathew - All Night Long (denmark).mp3 4.06 Add
Play 14 - Kreisiraadio - Leto Svet (estonia).mp3 4.41 Add
Play 15 - Rodfolfo Chikilicuatra - Baila El Chiki Chiki (spain).mp3 4.28 Add
Play 16 - Teraesbetoni - Missae Miehet Ratsastaa (finland).mp3 5.09 Add
Play 17 - Sebastien Tellier - Divine (france).mp3 3.56 Add
Play 18 - Andy Abarham - Even If (united kingdom).mp3 4.69 Add
Play 19 - Diana Gurtskaya - Peace Will Come (georgia).mp3 4.5 Add
Play 20 - Kalomira - Secret Combination (greece).mp3 4.74 Add
Play 21 - Kraljevi Ulice and 75 Cents - Romanca (croatia).mp3 4.24 Add
Play 22 - Csezy - Candlelight (hungary).mp3 4.22 Add
Play 23 - Dustin the Turkey - Irelande Douze Pointe (ireland).mp3 4 Add
Play 24 - Boaz - The Fire in Your Eyes (israel).mp3 3.99 Add
Play 25 - Euroband - This is My Life (iceland).mp3 4.12 Add
Play 26 - Jeronimas Milius - Nomads in the Night (lithuania).mp3 3.62 Add
Play 27 - Pirates of the Sea - Wolves of the Sea (latvia).mp3 4.72 Add
Play 28 - Geta Burlacu - A Century of Love (moldova).mp3 4.22 Add
Play 29 - Stefan Filipovic - Zauvijek Volim Te (montenegro).mp3 4.42 Add
Play 30 - Tamara Vrak and Adrijan - Let Me Love You (fyr macedonia).mp3 4.07 Add
Play 31 - Morena - Vodka (malta).mp3 5.04 Add
Play 32 - Hind - Your Heart Belongs to Me (the netherlands).mp3 4.13 Add
Play 33 - Maria - Hold on be Strong (norway).mp3 3.75 Add
Play 34 - Isis Gee - For Life (poland).mp3 4.33 Add
Play 35 - Vania Fernandes - Senhore do Mar (portugal).mp3 3.84 Add
Play 36 - Nico and Vlad - Pe-o Margine de Lume (romania).mp3 4.12 Add
Play 37 - Jelena Tomasevic feat Bora Dugic - Oro (serbia).mp3 3.81 Add
Play 38 - Dima Bilan - Believe (russia).mp3 3.95 Add
Play 39 - Charlotte Perrelli - Hero (sweden).mp3 4.23 Add
Play 40 - Rebeka Dremelj - Vrag Na Vzame (slovenia).mp3 4.44 Add
Play 41 - Miodio - Complice (san marino).mp3 4.19 Add
Play 42 - Mor ve Otesi - Deki (turkey).mp3 5.26 Add
Play 43 - Ani Lorak - Shady Lady (ukraine).mp3 4.52 Add



ფეხშიშველი ევროვიზიის სცენაზე გამოსვლა ჩემი კოზირია...
09.06.2008

ევროვიზიიდან ახალმა დაბრუნებულმა დიმა ბილანმა ჟურნალისტებს იმ ინტრიგების და სკანდალების შესახებ გვიამბო, რაც მისი მისამართით იხლართებოდა კონკურსის მსვლელობის დროს კულისებს მიღმა.

რას იტყვით ევროვიზიის კონკურსის შესახებ? როგორი იყო კონკურსისთვის მზადების პერიოდი?

საშინლად დატვირთული, ევროვიზიაზე სკანდალს ვერ გაექცევი. ის ყოველთვის თან სდევს მსგავს კონკურსებს, არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენი თვითმფრინავი დააყოვნეს უკრაინაში, მერე ერთ-ერთი გენერალური რეპეტიციის დროს უცებ გაჩერდა ფონოგრამა და მე რამდენიმე წამი მომიწია ფონოგრამის გარეშე სიმღერის გაგრძელება, გამოსვლის წინ კი, ჟენიას (ევგენი პლუშენკოს) ციგურებში ბრიტვები ჩაულაგეს, მსგავსი რამ ჯერ არავისთვის გაუკეთებიათ. თვალები ამეხილა - ადრე ვფიქრობდი, რომ ევროვიზია ოლიმპიადას გავდა, ყველა ერთმანეთს მხარს უჭერდა და ამხნევებდა, ხოლო ვინც შემდეგ წააგებდა, უბრალოდ იგონებდა ამ სკანდალებს, რომ საკუთარი თავი გაემართლებინათ. ახლა დავრწმუნდი, რომ ისინი არ ცრუობდნენ.








როგორ მოქმედებს თქვენზე ამგვარი წინააღმდეგობები?

მე ოპტიმისტი ვარ, ვცდილობ ყველაფერს კარგი კუთხით შევხედო. მაგალითად, ნახევარფინალის შემდეგ კენჭისყრის დროს მე შემხვდა 24 ნომერი, ეს ციფრების მაგიაა, ფინალი 24 რიცხვშია, ჩემი დაბადების დღეც 24 რიცხვშია.... ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, მთავარია იყო ოპტიმისტი. ჩემთან მოვიდნენ რუმინელი შემსრულებლები, რომლებიც პირველი ნომრით გადიოდნენ და შემომთავაზეს მათთვის ნომერი გამეცვალა, მე სევდა და ნერვიულობა დავინახე მათ თვალებში, გაცვლა არ მინდოდა მაგრამ დავამშვიდე, ”პირველი ნომერი გამარჯვებულის ნომერია, რა განერვიულებთ - I'm your number one fan…”.

ანუ თქვენ ცრუმორწმუნე ხართ?

არსებობენ უხილავი ძალები, რომლებიც დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან ჩემთვის (იცინის), საშინლად ცრუმორწმუნე ვარ, მაგალითად თუ ადრე სიმღერის ტექსტი ან სცენარი დამივარდებოდა, ზედ ვჯდებოდი, ახლა ტელეფონი რომ მივარდება, ლამის იმაზეც დავჯდე.

როგორი გრძნობაა ამხელა აუდიტორიის წინაშე გასვლა?

გამაოგნებელი... ამ დროს ცხოვრება თვალწინ ჩაირბენს ხოლმე. გრძნობა, როდესაც სცენაზე გავდივარ, გამაგიჟებელია, ეს სულ სხვა განზომილებაა, სცენაზე გასვლის წინ, ისევე უნდა ჩავიფიქრო სურვილი, როგორც ახალ წელს ზარების ხმაზე. ასე მგონია, რომ ამ სურვილზე ბევრი რამაა დამოკიდებული.








ტელევიზიით თქვენი სიმღერა ”I believe” უმოწყალოდ გააკრიტიკეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, იმსახურებდა თუ არა ეს სიმღერა მსგავს კრიტიკას?

რწმენა მშობლების, შეყვარებული გოგონას მიმართ, მეგობრების მიმართ, ეს ჩემი სიმღერაა - I believe. ის სიკეთეზეა, ანგელოზის გამოცხადებაზე. საერთოდ ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ვთვლი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა, ის არ მაძლევს მოდუნების უფლებას, მე ხომ ყოცელთვის კრიტიკულ გარემოში მიწევს ცხოვრება. ტელევიზიით თქვეს რომ I believe- საშინელი სიმღერაა, მე ერთს ვიტყვი, ეს სიმღერა ძალიან სწრაფად ჩაიწერა, მაგრამ საკმაოდ ხარისხიანად. მათ თარგმნეს ჩემი სიმღერა და ნაწილ-ნაწილ განიხილეს, მაგრამ თარგმანში სიმღერისთვის სულის ჩაბერა და რითმის დალაგება დაავიწყდათ. სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ თარგმანის დროს ტექსტი ან ლექსი უნდა გარითმოს. ამ სიმღერის კომპოზიტორი და თანაავტორი ჯიმ ბენსია, მასთან ერთად მრავალი კომპოზიცია ჩამიწერია, მე მისით კმაყოფილი ვარ.

რისი ჩვენება ვერ მოახერხეთ მაყურებლისთვის ევროვიზიაზე და რაზე გწყდებათ გული?

ფეხშიშველი ევროვიზიის სცენაზე გამოსვლა ჩემი კოზირია. მაყურებელმა ეს ვერ ნახა, იმიტომ რომ ტრანსლაცია დაიწყო მაშინ, როდესაც მე უკვე სცენაზე ვიწექი. უნდა გენახათ წამებში როგორ შემოაგორეს უზარმაზარი ხელოვნური ყინულის იატაკი. კომპოზიცია რამდენიმე წუთში ააწყვეს, კულისებს მიღმა ხშირად სასწაულები ხდება.








დადიოდა ჭორი, რომ თქვენ კონკურსის შემდეგ დაქორწინებას აპირებდით...

ვიქორწინებ, ან არ ვიქორწინებ (იცინის). ინტერნეტ-მედია იუწყებოდა, ვითომ მე გამოვაცხადე, რომ თუ გავიმარჯვებდი ევროვიზიაზე, ვიქორწინებდი ლენა კულეცკიზე. ეს ინფორმაცია არც მე და არც ლენას არ გაგვივრცელებია და მსგავსი ჭორები ძალიან სულელურად ჟღერს. ვაღიარებ, რომ მომწონს ლენა, ჩვენ ერთმანეთს 2 წელია ვხვდებით, მაგრამ ოჯახი ეს სულ სხვა საფეხურია ურთიერთობებში და ასე შორს ჩვენ ჯერ არაფერს ვგეგმავთ.

რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი და რა საფეხურზე უნდა შეიქმნას იგი?

ოჯახი - ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ოჯახი, სერიოზული საძირკველია, ცხოვრებისეული ბაზაა, და სანამ მე ოჯახს შევქმნი, მინდა რომ ბევრ რამეს მივაღწიო. ადრე ვფიქრობდი, რომ ოჯახის შესაქმნელად მხოლოდ საკუთარი ბინა მჭირდებოდა, ახლა ამის პრობლემა აღარ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა შევდგე, როგორც ადამიანი. მე და ლენას ხშირად გვისაუბრია ბავშვზე, მაგრამ არ ვჩქარობთ, ძალიან მიყვარს ბავშვები. ვთვლი, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.
Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  April 2024  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 598
Tag Board
200