მიხეილ სააკაშვილი
![]() |
||
საქართველოს პრეზიდენტი | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 20 იანვარი 2008 | |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე | |
წინამორბედი | ნინო ბურჯანაძე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007 | ||
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე |
|
წინამორბედი | ნინო ბურჯანაძე | |
მემკვიდრე | ნინო ბურჯანაძე | |
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
2000 – 2001 | ||
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე | |
|
||
დაბადებული | 21 დეკემბერი1967 თბილისი |
|
პოლიტიკური პარტია | ნაციონალური მოძრაობა | |
მეუღლე | სანდრა რულოფსი | |
პროფესია | იურისტი | |
რელიგია | მართლმადიდებელი |
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი სანდრა რულოფსი ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.
განათლება
- 1984 — ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა.
- 1992 — წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
- 1993 — მიიღო სტრასბურგის (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.
- 1994 — ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი. ხსენებული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ის სწავლობდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სტიპენდიანტი.
- 1995-1996 — სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.
სამსახურებრივი საქმიანობა [რედაქტირება]

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი
- სხვადასხვა დროს მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში (ოსლო), ნიუ-იორკის ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში.
- 1995—1999 — საქართველოს პარლამენტის წევრი
- 1995—1998 — საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე
- 1998—1999 — საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე
- 2000, 24 იანვარი — აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე — პრეზიდენტად.
- 2000, 12 ოქტომბერი — დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
- 2001, სექტემბერი — ე. შევარდნაძის პოლიტიკური კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად გადადგა მინისტრის თანამდებობიდან. ჩამოაყალიბა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
- 2001, 21 ოქტომბერი — როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩეულ იქნა ქ. თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად.
- 2002 — არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ.
- 2003 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, მისი თაოსნობით საქართველოში დაიწყო მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რაც დასრულდა 23 ნოემბრის მშვიდობიანი რევოლუციით (რომელიც მსოფლიოში ცნობილია „საქართველოს ვარდების რევოლუციის“ სახელით) და ე. შევარდნაძის და მისი რეჟიმის გადადგომით.
- 2004, 4 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 96,27 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2004 წლის 25 იანვარს.
- 2007, 8 ნოემბერი — საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აუწყა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში 1 კვირის განმავლობაში განვითარებული მოვნელებით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნულია 5 იანვარს.
- 2008, 5 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 53,47 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2008 წლის 20 იანვარს.