Monday, 2017-09-25, 6:01 PM | Welcome Guest

Party

რომის შესახებ



ქრისტიანობის გავრცელებამდე ნახევარი საუკუნით ადრე, რომი მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქად იქცა. კოსმოპოლიტანურ მეტროპოლისში მილიონი მოქალაქე ცხოვრობდა. რომი უდიდესი იმპერიის დედაქალაქი იყო. ძალაუფლების გადანაწილების პრინციპისა და დიდი კონკურენციის პირობებში ერთპიროვნული მმართველობის მოპოვება ქალაქზე თითქმის შეუძლებელი გახლდათ. ეს იყო საზოგადოება, სადაც ჩვეულებრივ, პროვინციელ ჯარისკაცს არათუ ეროვნული გმირი, რესპუბლიკის ლიდერიც კი  შეეძლო გამხდარიყო.

თუმცა, როდესაც მმართველი კლასი მეტისმეტად გამდიდრდა, რესპუბლიკის ფუნდამენტი შეირყა, კორუფციამა და უკანონობამ კი ძალიან დიდი დაღი დაასვა ქალაქს. ძველი, სპარტანული დისციპლინა და საზოგადოებრივი ერთობა კი კლასთა შორის სასტიკმა ბრძოლამ დაანგრია.

მიუხედავად ყველაფერი ამისა, რომი მაინც რჩება თანამედროვე პოლიტიკის მოდელად, სადაც კონკურენცია, კორუფცია, პარტიული დაპირისპირება და კოლექტიური ფასეულობებისთვის ბრძოლა აქტუალურ პრობლემად რჩება. „ადამიანის ბუნება არ იცვლება" -- ამბობს ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი ბრუნო ჰელერი. „ჩვენ დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ -- კრიმინალი, უმუშევრობა, ავადმყოფობა, სოციუმში ადგილის დამკვიდრებისათვის და შემდეგ ამ ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, მისწრაფერბა მაღალი კლასისა და ბრწყინვალე სახელისათვის თანამედროვე ადამიანის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც ეს რომაელთათვის იყო".

სულისშემძვრელი დრამა სიყვარულსა და ღალატს, ბატონსა და მონას, ქმარსა და ცოლს შორის რომის ეპიკური დროის ქრონიკებიდან არის აღებული და ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ მოხდა რესპუბლიკის დაცემა და იმპერიის ჩამოყალიბება.

„ეიჩ. ბი.ოუ."-სა და „ბი.ბი.სი."-ს ერთობლივი ნაწარმოები -- „რომი" ჯონ მილიუსის, უილიამ მაკდონალდისა და ბრუნო ჰელერის მიერ არის შექმნილი. სერიალი იტალიაშია გადაღებული და ერთ-ერთი დიდ-მასშტაბიანი პროექტია მსოფლიოში. მისი გადაღებისთვის გამოყოფილ იქნა 5 აკრი მიწა და ექვსი ხმის ჩამწერი პავილიონი მსფოლოში ცნობილ „სინესიტას" სტუდიაში.

სერილიას სცენარისტები არიან ბრუნო ჰელერი, სკოტ ბუკი, ტოდ ელის კესლერი, მერ სმითი და ეოჰან მაჰონი. რეჟისორების ამპლუაში კი ტიმ ვან პატენი („ეიჩ. ბი.ოუ."-ს ფილმი „სექსი და ქალაქი), ალენ კოულტერი („ეიჩ. ბი.ოუ."-ს ფილმი „სოპრანოს კლანი"), ალან პოული („ეიჩ. ბი.ოუ."-ს ფილმი „ექვსი ფუტის სიღრმეზე"), ადამ დევიდსონი, ალიკ სახაროვი, რობერტ იანგი, ჯონ მეიბური, კარლ ფრანკლინი და სტივ შილი („ეიჩ. ბი.ოუ."-ს ფილმი „ქსელი" (The Wire)) გვევლინებიან.

სერიალში  მსახიობთა უძლიერესი გუნდია წარმოდგენილი. კევინ მაკ'ქიდი („სამოთხის სამეფო") ლუციუს ვორენუსის როლში გვევლინება, რეი სტივენსონი („მეფე არტური") როგორც ტიტუს პულო, კაირაინ ჰაინდსი („ოპერის აჩრდილი") ისულიუს კეისარს განასახიერებს, პოლი უოქერი („პატრიოტული თამაშები") ატიას როლშია, ჯეიმს პიურფოი („ამაოებათა ბაზარი") მარკ ანტონიუსს წარმოგვიდგენს, ტობიას მენზესი („ფოილსის ომი") მარკუს ჯუნიუს ბრუთუსს განასახიერებს, ლინდსეი დუნკანი („ტოსკანური მზის გულზე") სერვილიას როლშია, ხოლო ქერი კონდონი („ანჟელას ფერფლი") ოქტავიას როლს თამაშობს.


გალერეა















 





 



























 




















ტრივია

 

  • რომის გადაღებებისთვის გამოიყო 5 აკრი მიწა, ასეთი რამ ჯერ მსოფლიოში არ მომხდარა.
  • 2007 წლის 8 აგვისტოს „სინესიტას" სტუდიაში მომხდარი ხანძრის დროს სამ საათში განადგურდა 3,000 კვადრატული მეტრი ადვილად აალებადი დეკორაცია, რომელიც „რომისთვის" იყო განკუთვნილი. ეს დეკორაცია ითვლებოდა ღია ცის ქვეშ გაკეთებულ ყველაზე დიდ დეკორაციად რომელიც დღემდე გაუკეთებიათ მსოფლიოში.
  • სერიალისთვის შეიქმნა 250 ჯაჭვის პერანგი (თითოეული 36 ფუნტს იწონიდა) და 40 ტყავის ჯავშანი ლეგიონის ოფიცრებისთვის.
  • სერიალის მთავარი გმირებისთვის მუზარადები და სხვა ლოთონის აღჭურვილობა ხელით გამოჭედა ცნობილმა დიზაინერმა ლუკა გიამპაოლიმ.
  • დიზაინერმა ეიპრილ ფერიმ სერიალისთვის შექმნა 4 000 კოსტიუმი.
  • დაახლოებით 1 250 წყვილი იმ პერიოდის დიზაინის ფეხსაცმელი და სანდალი ბულგარეთში დაამზადეს.
  • თავდაპირველად მსახიობები მკვეთრად გამოხატული ბრიტანული აქცენტით საუბრობდნენ, რათა ანტიკური რომაული საზოგადოების არისტოკრატულობისთვის გაესვათ ხაზი, თუმცა პირველივე საცდელი ჩვენების შემდეგ გადაწყდა, რომ რამდენიმე გმირისთვის აქცენტი შეერბილებინათ რათა სერიალი უფრო მისაღები გამხდარიყო ამერიკული აუდიენციისთვის.
  • ფორუმის დეკორაციის დაახლოებით 60% ორიგინალია.
  • ფორუმის გარშემო ნაჩვენები ზეთის ხილის ხეები დაახლოებით 200 წელს ითვლის.
  • დეკორაციებისთვის ნიმუშები პომპეის ნანგრევებიდან და ჰერკოლარიუმიდან აიღეს, რათა ტაძრები, ქანდაკებები, ქუჩები და მოხატულობა მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ორიგინალთან.
  • იმ პერიოდის ქსოვილები -- ბამბა, ტილო, მატყლი და აბრეშუმი იმპორტირებულ იქნა პრატოდან, ინდოეთიდან, ტუნისიდან და მაროკოდან. მასალა დაუმუშავებელი სახით იქნა გამოწერილი და შემდეგ თავად პროდუქციის შემქმნელების მიერ შეღებილი.
  • თითო სცენაში დაახლოებით 40 ცხენი მონაწილეობდა.
  • კეისრის ტრიუმფის სცენაში დაახლოებით 750 მსახიობი და ჩვეულებრივი მოქალაქე იღებდა მონაწილეობას.
  • 55 ადგილობრივი მცხოვრები იქნა შერჩეული რომაელი ლეგიონერების გასაცოცხლებლად. იმისათვის, რომ თავიანთი როლი კარგად შეესრულებინათ ისინი ორი კვირის განმავლობაში ველზე, კარვებში ზუსტად ისე ცხოვრობდნენ როგორც ანტიკური პერიოდის ჯარისკაცები (დაახლოებით დილის 5 საათზე იღვიძებდნენ და საღამოს 8 საათზე იძინებდნენ), გადიოდნენ მარშირებას, ვარჯიშობდნენ ფარიკაობასი, სწავლობდნენ ბანაკის გაშლას, ჯგუფურად ვარჯიშობდნენ და მანევრირებდნენ, ბანაობის უფლება კი მხოლოდ იქვე არსებულ ტბაში ჰქონდათ ყოველგვარი საპნის გარეშე და ისიც ღამით. 55 კანდიდატიდან მხოლო 43 შეირჩა.
  • რომალები არ იყენებდნენ უზანგს, ამიტომ მსხვილი კადრების გადაღებისას მსახიობების ცხენებსაც მოხსნეს უზანგები.
  • I სეზონი მოიცავს 8 წლის პერიოდის ჩვ.წ.აღ-მდე 52-დან 44 წლამდე.
  • II სეზონი კი ჩვ.წ.აღ-მდე 44-დან 31 წლებს შორის პერიოდს ასახავს.
  • ყველა მასიურ სცენაში გადაღებული არამსახიობი ადამინი რომაელია. პროდიუსერები და რეჟისორები ფიქრობენ, რომ იტალიელებს სიარულისა და მიხვრა-მოხვრის თავისებური, დამახასიათებელი მანერა აქვთ, ამიტომ მასიურ სცენებში მათი გადაღებით ანტიკური რომის უკეთესად გაცოცხლება მოხერხდა.
  • ეგვიპტის დედოფალი, კლეოპატრა სწორედ იმ აღწერილობის თანახმად იქნა შემოსილი, როგორც ეს ბერძენი ისტორიკოსის, პლუტარქეს მიერ დატოვებულ წყაროებშია აღწერილი.
  • მთავარი გმირები ლუციუს ვორენიუსი და ტიტუს პულო ნამდვილად არსებობდნენ. ისინი მოხსენიებულნი არიან კეისრის მიერ დაწერილ მეხუთე წიგნში სადაც გალიის ომი აქვს აღწერილი.
  • პულოს და ვორენიუსს ჯანსაღი, მეგობრული კონკურენცია ჰქონდათ და უნდოდათ პირველ ლეგიონში გადასულიყვნენ. ჩვ.წ.აღ-მდე  54 წელს ლეგიონს ნერვიელები დაესხნენ თავს. პულოს უნდოდა თავი გამოეჩინა და დაუფიქრებლად შევარდა მტრის ჯარში. საბოლოოდ ის ვორენიუსმა გადაარჩინა. ამ ომის შემდეგ ორივე გადაიყვანეს პირველ ლეგიონში.  

 



Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  September 2017  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 597
Tag Board
200