Sunday, 2017-09-24, 10:10 PM | Welcome Guest

Party

დღეს მოდაშია – იყო მოდური







სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ქართველ მაყურებელს ახალს ვერაფერს შევთავაზებთ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, მთელი აქცენტი ევროპული ჩვენებებისკენ გვაქვს გადატანილი. თუმცა, ჩვენს მაღაზიაში მომხმარებლებს გამუდმებით ვთავაზობთ სიახლეებს. აი ახლაც, ახალი კოლექცია გვაქვს წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი სამოსი....

პირველ რიგში, თქვენს შემოქმედებაზე მინდა გკითხოთ. რა სიახლეებს შესთავაზებთ მაყურებელს უახლოეს მომავალში?

სულ ახლახანს ჩამოვედი საქართველოში და მთელი ყურადღება ახალი კოლექციის შექმნაზე მაქვს გადატანილი. ვამზადებთ 2009 წლის შემოდგომა-ზამთარს, ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპის "show-room"-ებისთვის....

როდის გეგმავთ ქართველი მაყურებლისთვის ახალი ჩვენების გამართვას?

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ქართველ მაყურებელს ახალს ვერაფერს შევთავაზებთ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, მთელი აქცენტი ევროპული ჩვენებებისკენ გვაქვს გადატანილი. თუმცა, ჩვენს მაღაზიაში მომხმარებლებს გამუდმებით ვთავაზობთ სიახლეებს. აი ახლაც, ახალი კოლექცია გვაქვს წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი სამოსი....








რა იქნება აქტუალური 2009 წლის შემოდგომა-ზამთარში?

პირადად მე, ავირჩიე თემა - "მამაკაცი", რაც იმას ნიშნავს, რომ სილუეტი იქნება მამაკაცური - მკაცრი და სწორი, სადაც ქალის კაბაც კი, მამაკაცის პერანგს მოგვაგონებს. რაც შეეხება ფერებს, მართალია მოდის სახლების დიდმა ნაწილმა ჭრელი ფერები არჩია, მაგრამ ჩვენ, უარი ვთქვით სიმკვეთრეზე და ძირითად აქცენტს ნაცრისფერსა და თეთრზე გავაკეთებთ....

თქვენი კოლექციის წარმოდგენას ქართველ გოგონებს მიანდობთ, თუ უცხოელ მოდელებთან მუშაობას ამჯობინებთ?

არა, რატომ?! ქართველებს უამრავი პროფესიონალი მოდელი გვყავს და მე მათთან ყოველთვის სიამოვნებით ვთანამშრომლობ, მაგრამ რთულია ყველა ქვეყანაში შენი გუნდი წაიყვანო, ამიტომ ჩემს კოლექციას იმ ქვეყნის მოდელები წარმოადგენენ ხოლმე, სადაც ჩვენება ტარდება.

მოდელების თემა რომ გავაგრძელოთ, ბოლო რამდენიმე წელია აქტიური პროპაგანდა დაიწყო ზედმეტი სიგამხდრის წინააღმდეგ. რამდენად აისახა ეს თქვენს ჩვენებებზე და მართალია თუ არა, რომ ტენდენცია შევსებული მოდელებისკენ მიდის?

თქვენ თუ ჩართავთ "fashion tv"-ის, დარწმუნდებით, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. დღეს მოდაშია სიგამხდრე და პირადად მეც, ისევე როგორც დიზაინერების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენებისთვის არ ვირჩევ გოგონას, რომელიც არ არის ძალიან გამხდარი, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესად წარმოადგენენ ტანისამოსს. მე თავადაც მომწონს გამხდარი და ზომაზე მეტად გამხდარი გოგონები (იცინის).








დღეს ვინ არის საუკეთესო პოდიუმზე, ანუ ვისთან იმუშავებდა ავთანდილი სიამოვნებით?

ეს კითხვა 5-6 წლის წინ რომ დაგესვათ, აუცილებლად გიპასუხებდით, რომ ლინდა ევანგელისტასა და კრისტი ტარლინგტონთან, მაგრამ ახლა ვარჩევდი, ჩემი კოლექცია იმ ტოპ-მოდელებს წარმოედგინათ, რომელთა სახეები პოპულარობის პიკშია, მაგალითად, საშა პივოვაროვას, ნატაშა პოლის...

უკაცრავად, ავთო, როგორი სახეებია დღეს "პოპულარობის პიკში"?

იცით, დღეს სლავური ტიპაჟებია აქტუალური, რომელიც ნატალია ვოდიანოვამ დაამკვიდრა. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ დღევანდელი ტოპების უმრავლესობა რუსები არიან, რადგან მათ შეძლეს, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენილიყვნენ. იგივე შემიძლია ვთქვა ქართველ დამწყებ მოდელ ანუკა არეშიძეზე, რომელსაც სწორედ სლავური გარეგნობის წყალობით, ვფიქრობ, ბევრის მიღწევა შეუძლია.

21-ე საუკუნეში სილამაზის კრიტერიუმები მკვეთრად არის შეცვლილი. როგორი უნდა იყოს ქალი დღეს, რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე მოთხოვნები?

სილამაზის კრიტერიუმები მხოლოდ დღეს არ შეცვლილა. ეს არ არის ტრაგედია, რადგან მსოფლიო მოდის ისტორიაში, სილამაზის ეტალონები ყოველ ათწლეულში იცვლებოდნენ და ისინი რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. იმისათვის, რომ გახდე კულტი, აღარ არის საჭირო იყო ლამაზი, დღეს მოდაშია - უბრალოდ იყო მოდური.

და რას ნიშნავს, "იყო მოდური"?

იცით, მოდურობა არ ნიშნავს მხოლოდ გეცვას ამა თუ იმ დიზაინერის ბოლო კოლექციის სამოსი. ეს ნიშნავს გყავდეს მანქანა - რომელიც მოდაშია, იკვებებოდე კერძით - რომელიც მოდაშია, დადიოდე კაფეში - რომელიც მოდაშია... აღარაფერს ვამბობ მოდურ make-up-სა და ვარცხნილობაზე. თუმცა პირადად მე ასეთ ადამიანებს მოდურებს კი არა, ავადმყოფებს ვეძახი.








რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იყვნენ მოდურები?

დღეს უამრავი საშუალება არსებობს მივიღოთ ინფორმაცია, თუ რისი ტარება შეიძლება და რისი - არა, რა არის აქტუალური. თუ ადამიანი გემოვნებიანია, ის თავისას ყოველთვის იპოვის და ამისთვის, შეიძლება, დიზაინერი არც იყოს საჭირო. მთავარია მან იცოდეს, რა არის მისი ნაკლი და შეძლოს ამ ნაკლის დაფარვა.

სხეულის რა ნაწილია ქართველი ქალბატონების "პრობლემატური” ადგილი?

განიერი მენჯი. შესაბამისად, ტანსაცმლის შერჩევა რთულია, თუმცა შეუძლებელი - არა... მთავარია, სამოსი ისე შეარჩიონ, რომ პრობლემატური ადგილი შეუმჩნეველი დარჩეს.

და ბოლოს, როგორ აფასებს ავთანდილი საკუთარ შანსებს, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის წამყვან დიზაინერებს შორის?

ჩვენ, ბოლო რეიტინგებით, ევროპის საუკეთესო დამწყები დიზაინერების ხუთეულში ვართ და ვფიქრობ, წარმატებასაც მივაღწევთ (სამჯერ აკაკუნებს ხეზე & იცინის).


-----------------------------171631187224916 Content-Disposition: form-data; name="file1"; filename="" Content-Type: application/octet-stream
Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  September 2017  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 597
Tag Board
200