Sunday, 2017-11-19, 4:33 AM | Welcome Guest

Party


Shota Rustaveli

შოთა რუსთაველი, სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937

Biography Shota Rustaveli, a painting by the French artist Fliert based on an old Georgian manuscript. 1852

Little, if anything, is known about Rustaveli from the contemporaneous sources. His poem itself, namely the prologue, provides a clue to his identity; the poet identifies himself as "a certain Rustveli." Now, "Rustveli" is not a surname, but a territorial epithet which can be interpreted as "of/from/holder of Rustavi". The later Georgian authors of the 15th-18th centuries are more informative: they are almost unanimous in identifying him as Shota Rustaveli, a name which is preserved on a fresco and a document from the formerly Georgian Monastery of the Holy Cross at Jerusalem. The fresco was described by the Georgian pilgrim Timote Gabashvili in 1757/58, and rediscovered by a team of Georgian scholars in 1960. The same Jerusalem document speaks of Shota as a sponsor of the monastery and a "high treasurer," thus echoing a popular legend that Rustaveli was a minister at Queen Tamar’s court and retired to the monastery in an advanced age. Both a folk tradition and the 17th-century royal poet Archil identify Rustaveli as a native to the southern Georgian region of Meskheti, where his home village Rustavi was located (not to be confused with the modern-day city of Rustavi near Tbilisi). He is assumed to have been born between 1160 and 1165. A legend has it that Rustaveli was educated at the medieval Georgian academies of Gelati and Ikalto, and then in "Greece" (i.e., the Byzantine Empire). He must have produced his major work no earlier than the 1180s and no later than the first decade of the 13th century, most probably c. 1205-1207.

19th century portrait of Shota Rustaveli

19th century portrait of Shota Rustaveli

His work

"The Knight in the Panther's Skin" (ვეფხისტყაოსანი) has been translated into many languages. It was first printed in 1712, in Tbilisi (capital of Georgia).

Among the illustrated secular works produced in Georgia, the manuscripts of "The Knight in the Panther's Skin" occupy an important place.

Manuscript

Manuscript

In the Institute of Manuscripts of Georgia (Tbilisi) are two folios of the text of the XVI century, and some lines of the poem belong to the XIV century. All other copies of the poem belong to the XVII century (manuscript of c. 1653, H-54 of the Institute of Manuscripts).

Shota Rustveli (a fresco in the Jerusalem Monastery of the Cross).

Shota Rustveli (a fresco in the Jerusalem Monastery of the Cross).

The highest Prize of the Republic of Georgia in the fields of Art and Literature is the Shota Rustaveli State Prize. The main street in Tbilisi is the Rustaveli Avenue. Also existing in Tbilisi are the Rustaveli Theatre, the Shota Rustaveli Institute of Georgian Literature of the Georgian Academy of Sciences, the Shota Rustaveli Underground Station, etc.

Other

On September 3, 2001, Israel and Georgia jointly issued postage stamps to honor Shota Rustaveli. Designed by Yitzhak Granot, the Israeli stamp (3.40 NIS) showed the author with Hebrew text in the background.


შოთა რუსთაველი

შოთა რუსთაველი, სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937

შოთა რუსთაველი, სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

განათლება 

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

ვეფხისტყაოსანი 

შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში

პოემა “ვეფხისტყაოსანის” შესაძლო შექმნის თარიღია XII ს-ის 80-90-იან წლები და არაუგვიანეს XIII ს-ის პირველი ათწლეულისა. ზოგიერთი მკვლევარი პოემის დაწერის თარიღს 1205-1207 წლების ინტერვალში ათავსებს. სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ვეფხისტყაოსნის XVI საუკუნის ხელნაწერთა ორი ფურცელი. პოემის დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653).

მემკვიდრეობა 

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.



Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  November 2017  »
SuMoTuWeThFrSa
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 597
Tag Board
200