Monday, 2017-09-25, 6:09 PM | Welcome Guest

Party

მიხეილ სააკაშვილი


მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 20 იანვარი 2008
პრემიერ-მინისტრი   ლადო გურგენიძე
წინამორბედი ნინო ბურჯანაძე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
წინამორბედი ნინო ბურჯანაძე
მემკვიდრე ნინო ბურჯანაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2000 – 2001
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

დაბადებული 21 დეკემბერი1967
თბილისი

პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობა
მეუღლე სანდრა რულოფსი
პროფესია იურისტი
რელიგია მართლმადიდებელი

მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი სანდრა რულოფსი ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.




განათლება

სამსახურებრივი საქმიანობა [რედაქტირება]

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი
ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი
  • სხვადასხვა დროს მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში (ოსლო), ნიუ-იორკის ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში.
  • 19951999 — საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 19951998 — საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 19981999 — საპარლამენტო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე
  • 2000, 24 იანვარი — აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე — პრეზიდენტად.
  • 2000, 12 ოქტომბერი — დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
  • 2001, სექტემბერი — ე. შევარდნაძის პოლიტიკური კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად გადადგა მინისტრის თანამდებობიდან. ჩამოაყალიბა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
  • 2001, 21 ოქტომბერი — როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, არჩეულ იქნა ქ. თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად.
  • 2002 — არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ.
  • 2003 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნული წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბებისადმი პროტესტის ნიშნად, მისი თაოსნობით საქართველოში დაიწყო მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რაც დასრულდა 23 ნოემბრის მშვიდობიანი რევოლუციით (რომელიც მსოფლიოში ცნობილია „საქართველოს ვარდების რევოლუციის“ სახელით) და ე. შევარდნაძის და მისი რეჟიმის გადადგომით.
  • 2004, 4 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 96,27 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2004 წლის 25 იანვარს.
  • 2007, 8 ნოემბერი — საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს აუწყა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში 1 კვირის განმავლობაში განვითარებული მოვნელებით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნულია 5 იანვარს.
  • 2008, 5 იანვარი — მიხეილ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ქვეყნის პრეზიდენტად. მას ხმა მისცეს ამომრჩევლების 53,47 % -მა. მისი ოფიციალური ინაუგურაცია შედგა თბილისში, 2008 წლის 20 იანვარს.
Site menu
News topics
DOWNLOAD [1]
DOWNLOAD
Login form
News calendar
«  September 2017  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Search
Site friends
Statistics

Total online: 1
Guests: 1
Users: 0
Our poll
mogwonT Tu ara saitis axali dizaini?
Total of answers: 597
Tag Board
200